ფეხბურთი

12:48 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” რუნის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაუბრუნდება

ინგლისური პრესის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი კლუბში თავს ბედნიერად დღემდე ვერ გრძნობს და ახალ გუნდში გადასვლის გზებს ეძებს.

“წითელ ეშმაკებს” 28 წლის ფორვარდის შესანარჩუნებლად კიდევ ერთი დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ. The Times-ი ირწმუნება, რომ “ჩელსი” ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის შეძენას მომავალ ზაფხულშიც ეცდება.

წყაროს ცნობით, რუნიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე გადადო. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ის სერიოზულად ფიქრობს “ჩელსის” მხრიდან გამოჩენილ დაინტერესებაზე.

მიმდინარე სეზონში “მანჩესტერის” მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 24 მატჩში, რუნიმ 11 გოლი გაიტანა.

0.230466