შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ, ლონდონის “ჩელსი” “მალაგას” თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ ჩაიბაროს. Goal.com-ის ცნობით, ჩილელი სპეციალისტი რომან აბრამოვიჩს სავარაუდო მწვრთნელთა სიაში ჰყავს.
“სადღეისოდ, პელეგრინის “მალაგასთან” კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გაზაფხულზე მივიღებთ. პელეგრინიმ “რომასგან” უკვე მიიღო ოფიციალური წინადადება, მაგრამ იტალიელები უარით გავისტუმრეთ. ჩემი კლიენტის სამსახურით “ჩელსი” აქტიურადაა დაინტერესებული. ვნახოთ, რამდენად მოგვეწონება “არისტოკრატთა” წინადადება”, - განაცხადა პელეგრინის პირადმა აგენტმა.