ფეხბურთი

20:17 | 27.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” მოურინიოს ალტერნატივად კონტეს განიხილავს

იტალიური პრესის ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” დამრიგებელმა, ანტონიო კონტემ, მომდევნო სეზონიდან, შესაძლოა, ლონდონის “ჩელსი” გაწვრთნას.

2013-14 წლების სეზონში რომ ლონდონის “ჩელსის” ახალი მწვრთნელი ეყოლება, ეს საიდუმლო არავისთვისაა. ინგლისელი ჟურნალისტების მტკიცებით, ეს ჟოზე მოურინიო იქნება. ზოგიერით წყაროს ცნობით, ლონდონელებმა პორტუგალიელის გუნდში დაბრუნების შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, Calciomercato ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “არისტოკრატები” სათადარიგო ვარიანსაც განიხილავენ. თუ “ჩელსიში” მოურინიო არ დაბრუნდა, მაშინ ჩემპიონთა ლიგის ჯერ კიდევ მოქმედი გამარჯვებული გუნდი ანტონიო კონტეს გადაბირებას შეეცდება.

კონტეს “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ტურინში, ის წელიწადში 3 მილიონ ევროს ღებულობს. გავრცელებული ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი მზადაა იტალიელს წელიწადში 6.5 მილიონი ევრო შესთავაზოს.

0.104253