ფეხბურთი

12:39 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” მცველებს ახალ კონტრაქტებს უმზადებს

 

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობა გარი კეჰილსა და სესარ ასპილიკუეტას ახალ კონტრაქტებს შესთავაზებს. ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, მცველებს “არისტოკრატებთან” მოქმედი ხელშკრულებები 2017 წლამდე აქვთ, მაგრამ კლუბს მათი შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ ხანს სურს.

ახალი კონტრაქტის ძალით, 28 წლის კეჰილი კვირაში 100 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს. სადღეისოდ, მისი ყოვეკვირეული ჰონორარი 80 ათასია. რაც შეეხება ასპილიკუეტას, მისი ჯამაგირი გაორმაგდება და კვირაში 60 ათასი გირვანქა სტერლინგი გახდება.

ჯერჯერობით, “ჩელსის” კაპიტნის – ჯონ ტერის ბედი გაურკვეველია. ლონდონელები 33 წლის ინგლისელისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ ჩქარობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115438