ლონდონის “ჩელსის” სამწვრთნელო შტაბი თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს გუნდში ფეხის მოკიდების მორიგ შანსს მისცემს. ბრიტანული მედიის ცნობით, ბელგიელს სეზონისწინა მეორე შეკრებაზე თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა.
“მოსამზადებელი შეკრების მეორე ეტაპზე, ლუკაკუ პირველ გუნდს შეუერთდება. ჯერჯერობით, საქმე ასეთი სცენარით მიდის”, - განაცხადა ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთმა თანაშემწემ – სტივ ჰოლანდმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ლუკაკუ იჯარით “ევერტონში” თამაშობდა.