“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდის “ატელტიკოში” განათხოვრებული ტიბო კურტუას ლონდონში დაბრუნებას აპირებს.
“ვფიქრობ, კურტუა, ზაფხულში, ჩვენთან დაბრუნდება და მას აღარ გავანათხოვრებთ.
ტიბოსთვის ბრძოლა არ მოგვიწევს, რადგან მას “ჩელსისთან” კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს.
გარანტიას ვერცერთ ფეხბურთელს ვერ მივცემ.
თუ ფეხბურთელს “ჩელსისთან” კონტრაქტი აკავშირებს, ესეიგი ის ჩვენი მოთამაშება. ჩვენ გვყავს ჩეხი, კურტუა და შვარცერი და ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Italia.
“ჩელსიმ” ტიბო კურტუა 2011 წელს იყიდა და მაშინვე “ატლეტიკოში” გაანთხოვრა. ბელგიელი კიპერი უკვე მე-3 წელია მადრიდში თამაშობს და წარმატებითაც.