ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობას უკანახაზელ ბრანისლავ ივანოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. “დეილი მეილის” ცნობით, “არისტოკრატებს” 30 წლის სერბთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ.
ლონდონელები ივანოვიჩს 4-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ. თავად მცველს “სტემფორდ ბრიჯზე” დარჩენა სურს და დიდი ალბათობით, მხარეებს შორის შეთანხმებას ოფიციალური სახე უახლოეს მომავალში მიეცემა.
აღსანიშნავია, რომ ივანოვიჩის გადაბირება “პარი სენ-ჟერმენსა” და მადრიდის “რეალსაც” სურთ. თავად ფეხბურთელისთვის პრიორიტეტული “ჩელსია”.