ლონდონის “ჩელსი” სერბი მარჯვენაფლანგელის – ბრანისლავ ივანოვიჩის გაყიდვას არ გეგმავს. Daily Mail-ის ცნობით, “არისტოკრატთა” თავკაცი ჟოზე მოურინიო ივანოვიჩს გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მიიჩნევს და მისი შენარჩუნება სურს.
საგულისხმოა, რომ სერბისადმი უდიდეს ინტერესს იჩენს “პარი სენ-ჟერმენი”. პარიზელები მცველის შეძენას ზაფხულში გეგმავდნენ, მაგრამ “ჩელსის” ხელმძღვანელობა თავის პოზიციაზე მყარად დგას.
ცნობისათვის, ივანოვიჩს ლონდონელებთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.