ფეხბურთი

17:12 | 22.03.2013 | ნანახია 0 - ჯერ

“ჩელსი” ჰალკს ზაფხულში მიუბრუნდება

ლონდონის “ჩელსი” სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” შემტევის – ჰალკის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდება. ამის შესახებ Metro იუწყება.

“არისტოკრატები” ჰალკის შეძენას გასულ ზაფხულსაც ცდილობდნენ, როდესაც ბრაზილიელი “პორტუს” ღირსებას იცავდა. საბოლოოდ, ჰალკმა “ზენიტში” გადასვლა არჩია.

გადაწყვეტილია, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე, “ჩელსი” ერთი უმაღლესი დონის ფორვარდით მაინც გაძლიერდება. ჰალკის გარდა, ლონდონელთა სიაში არიან რადამელ ფალკაო (“ატლეტიკო”) და ვილფრიდ ბონი (“ვიტესი”).

სადღეისოდ, ჰალკის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:51 | 08.04.2016
Dato Madrid (1088)

ახალახალ სირთულეებს ქმნიან დალასის შეფები ზაზას საწინააღმდეგოდ,იმდენად არ აქვთ სურვილი დააფასონ ჩვენი კაპიტნის ბრწყინვალედ ჩატარებული სეზონი,რომ სულ შემაჯავრებენ ამ გუნდს თუ ზაზას წყალში ჩაუყარეს ამდენი მშვენივრად ჩატარებული თამაში დალასის სასარგებლოდ.ასეა ეს.

0.063099