მე-3 ტურის გადმოტანილ მატჩში ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ “სტემფორდ ბრიჯზე” “ასტონ ვილა” დაამარცხა და დროებით სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. ოთხშაბათის შეხვედრას ორივე გუნდი კარგი განწყობით შეხვდა. შეგახსენებთ: პირველ ტურში “არისტოკრატებმა” პრემიერლიგაში ახლადდაბრუნებულ “ჰალ სიტის” მოუგეს, ბირმინგემელენბმა კი პატარა სასწაული მოახდინეს, როცა ლონდონში “არსენალი” დაამარცხეს. მოურინიომ წინა მატჩისგან განსხვავებით ორი ცვლილება მოახდინა, სანაკრებო მატჩების შემდეგ დასვენებულმა ხუან მატამ კევინ დე ბრეინეს, ხოლო დემბა ბამ – ფერნანდო ტორესის ადგილები დაიკავეს.
მასპინძლებმა თავიდანვე მძლავრად შეუტიეს და ანგარიშიც მალევე გახსნეს. საჯარიმოში შეჭრილმა ედენ აზარმა შორეულ კუთხეში დაარტყა, სტუმართა მეკარე გრეგ გუზანმა მოიგერია, მაგრამ ბურთი თავისიან ანტონიო ლუნას მოარტყა და ავტოგოლიც დაფიქსირდა. ბირმინგენელებმა ტაიმის ბოლოს გაათანაბრეს. წინა მატჩის არ იყოს, თავი ისევ კრისტიან ბენტეკემ გამოიჩინა.
ლონდონელები მეორე ნახევარშიც ბევრს უტევდნენ და გამარჯვებისა მაინც გაიტანეს – ფრენკ ლამპარდმა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი მეტოქე მცველების შეუთანხმებლობით ბრანისლავ ივანოვიჩმა ისარგებლა და 2:1.
ჩელსი – ასტონ ვილა 2:1 (1:1)
ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 41 527
ჩელსი: ჩეხი, ეშლი კოული, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ლამპარდი, რამირესი, აზარი, ოსკარი (ვან გინკელი 84), ბა (ლუკაკუ 65), მატა (შურლე 65)
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ლაუტონი, კლარკი (ოკორე 43), ლუნა, ელ აჰმადი (ტონევი 82), დელფი, ვესტვუდი, აგბონლაჰორი, ბენტეკე, ვაიმანი
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
გოლები: 1:0 ლუნა (ს.კ. 6), 1:1 ბენტეკე (45+3), 2:1 ივანოვიჩი (73)
გაფრთხილება: ივანოვიჩი (71); ელ აჰმადი (64), ვესტვუდი (72), ბენტეკე (76), გუზანი (90+6)
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმა: 3(12)-3(4), ჯარიმა: 13-16, კუთხური: 1-2, თამაშგარე: 5-5, სეივი: 3-1