ფეხბურთი

13:11 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” ეტო’ო-ს შეძენაზე ფიქრობს

 

ლონდონის “ჩელსი” შეტევის ხაზის გაძლიერებას არა მხოლოდ უეინ რუნის ხარჯზე ფიქრობს. The Guardian-ის ცნობით, თუ “არისტოკრატები” “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდს ვერ შეიძენენ, მზად არიან “ანჟიდან” კამერუნელი ფორვარდის - სამუელ ეტო’ოს შეძენაზე სერიოზულად იფიქრონ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 32 წლის ფორვარდით გაძლიერება ჟოზე მოურინიოს სურს და მზადაა მის სანაცვლოდ 5 მილიონი გირვანქა გადაიხადოს. თავის მხრივ, პორტუგალიელთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა სამუელმაც, რომელიც ამ მწვრთნელის ხელმძღვანელობით მილანის “ინტერში” თამაშობდა.

0.108327