ფეხბურთი

12:37 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” დროგბას დასაბრუნებლად იბრძოლებს

კოტდივუარელი თავდამსხმელი დიდიე დროგბა შეიძლება ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდეს. 36 წლის ფეხბურთელს სტამბოლის “გალათასარაისთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და ახლახან ოფიციალური წერილიც გავრცელდა, რომლითაც დროგბა გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

Daily Mail-ის ცნობით, “ჩელსის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ამ ტრანსფერის განხორციელებით დაინტერესებულნი არიან და სავარაუდოდ საწადელსაც მიაღწევენ, თუმცა “ლივერპულისა” და “იუვენტუსის” სახით სერიოზული კონკურენტები ჰყავთ.

დიდიე დროგბა “ჩელსიში” 2004-2012 წლებში თამაშობდა. “გალათასარაის” მაისურა კი 2013 წლის იანვრიდან მოირგო და მას შემდეგ, თურქეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 49 შეხვედრაში თავი 18 გოლით და 9 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.237525