ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ადასტურებს, რომ მისი კლუბი ბელგიელ შემტევ ნახევარმცველთან, ედენ აზართან, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებს.
“აზარი ის ფეხბურთელია, რომლის შენარჩუნებაც გვინდა. ვცდილობთ, მასთან, ახალი კონტრაქტის თაობაზე, შეთანხმებას მივაღწიოთ. ეს მხოლოდ დროის საკითხია. მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდება.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს შკყ შპორტს-ი.
აზარი “ჩელსიში” 2012 წლიდან თამაშობს. ლონდონურ კლუბთან მას კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბოლო დროს რატომღაც აითვალწინა ცეცაძემ, სათადარიგოზე იჯდა ხოლმე. არადა დასაკარგი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის.