ფეხბურთი

20:18 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” და “ატლეტიკო” დიეგო კოსტაზე შეთანხმდნენ

ინტერნეტპორტალ goal.com-ის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსი” და მადრიდის “ატელეტიკო” ფორვარდ დიეგო კოსტას ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, ლონდონელები ბრაზილიელ ფორვარდში, რომელიც ესპანეთის მოქალაქეა, 42,5 მილიონ ევროს გადაიხდიან. თავად ფეხბურთელის ხელფასი კვირაში დაახლოებით 180000 ევრო იქნება, რაც მის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე 3-ჯერ მეტია. “ჩელსი” ტრანსფერს ოფიციალურად ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე განახორციელებს.

მიმდინარე სეზონში, კოსტამ “ატლეტიკოს” მაისურით ყველა ტურნირში 45 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 

0.118106