ფეხბურთი

20:22 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” ჩეხის გასაშვებად მზადაა

Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსი” პეტერ ჩეხის ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადებების მოსასმენად მზადაა.

აქამდე გარკვეული არ იყო, ვინ დაიცავდა “ჩელსის” კარს მომდევნო სეზონში – კვლავ ჩეხი, თუ ტიბო კურტუა, რომელიც “ატლეტიკოშია” განათხოვრებული. როგორც ცნობილია, მხრის ტრავმის გამო, ჩეხს წინასასეზონო მზადების ნაწილი გაუცდება, რის გამოც, ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა, რომ პირველი მეკარე ტიბო კურტუა იქნება. თუ მართლაც ასე მოხდა, მაშინ ლონდონელები 32 წლის ჩეხი მეკარის გასაშვებად მზად იქნებიან.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126576