ლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო, საკუთარი გუნდის შეტევის ხაზის გაძლიერებას ყოფილი შეგირდით გეგმავს.
ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემა და მოურინიო მადრიდის “რეალში” თანამშრომლობდნენ და ამიტომ, 26 წლის ფეხბურთელის შესაძლებლობები პორტუგალიელისთვის კარგადაა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, “არისტოკრატები” მზად არიან კარიმის ტრანსფერის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადონ.
“ჩელსის” გარდა ბენზემას შეძენას მეორე ლონდონური კლუბი “არსენალიც” ცდილობს, თუმცა, “მეთოფეებს” ის მხოლოდ კანდიდატთა შორის ჰყავთ მონიშნული და აქტიური მოქმედებები ჯერ არ დაუწყიათ. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონის 17 მატჩში ბენზემამ 9 გოლი გაიტანა.