ფეხბურთი

23:12 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩელინო: “2015-16 წლების სეზონში “ლიდსი” პრემიერლიგაში დაბრუნდება”

“ლიდს იუნაიტედის” მომავალი მესაკუთრე მასიმო ჩელინო პირობას დებს, რომ 2016 წელს ინგლისური გუნდი პრემიერლიგაში ითამაშებს.

ცოტა ხნის წინათ, იტალიელმა ბიზნესმენმა “ლიდსის” შეძენის უფლება მიიღო. ცნობილია, რომ საწყის ეტაპზე, ის აქციათა 75 პროცენტს შეიძენს.

“დიდი სამუშაოს გაწევაა საჭირო. ახალი ფეხბურთელები გვჭირდება, რომელთა ნაწილს უახლოეს ზაფხულში ვიყიდით. მინდა აქცენტი როგორც ინგლისელ, ასევე უცხოელ მოთამაშეებზე გავაკეთო.

არ მინდა, ფუჭი დაპირებები მოგცეთ და გითხრათ, რომ მომდევნო სეზონში პრემიერლიგაში ვითამაშებთ. თუმცა, 2015-16 წლების სეზონში აუცილებლად დავბრუდნებით პრემიერლიგაში, სადაც “ლიდსის” ადგილია.” – ციტირებს ჩელინოს სიტყვებს ITV.

“ლიდს იუნაიტედი”, ამჟამად, ინგლისის ჩემპიონლიგაში თამაშობს. გუნდი, ბოლო 4 თამაშის წაგების შემდეგ, 47 ქულით, მე-16 ადგილზეა.

0.128145