ლონდონის “ჩელსიმ” ესპანურ “სევილიას” მცველ ალბერტო მორენოს შეძენის სურვილით ოფიციალურად მიმართა.
Sky Italia-ს ცნობით, ინგლისელები მზად არიან 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ.
მორენოს ყურადღებით აკვირდებიან მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედიც”. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინათ “სევილიას” ხელმძღვანელობამ მცველის მიყიდვაზე “ლივერპულს” უარი უთხრა.
“სევილიას” აღზრდილი ფეხბურთელი პირველ გუნდში მეორე წელია დაწინაურდა და მიმდინარე სეზონში პრიმერა დივიზიონში ჩატარებულ 26 მატჩში 3 გოლი გაიტანა.







