რაგბი

18:24 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელენჯ ქაფზე” ქართველები აღარ დარჩნენ

ევროპის რანგით მეორე “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ნახევარფინალში ქართველი ლეგიონერების გუნდები ვერ გავიდნენ.

უკვე ვწერდით, რომ დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” ინგლისურ “ჰარლექუინსთან” დამარცხდა, მოგვიანებით კი, მეოთხედფინალი ინგლისურ “ბათთან” კარლენ ასიეშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივმაც” დათმო.

ქართველი პირველხაზელებიდან განაცხადში მხოლოდ შველიძე გახლდათ, ის თამაშში 58-ე წუთიდან ჩაება, მაგრამ ამ დროისთვის ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. ინგლისელები 49-ე წუთისთვის უკვე 39:0 იგებდნენ. ფრანგებმა ერთადერთი ლელოთი 66-ე წუთზე უპასუხეს, როდესაც კარგი მოლი დააყენეს და მას შველიძე რომ მიუერთდა ხაზი გადაიკვეთა - 7:39.

ამრიგად, “ჩელენჯ ქაფის” მეოთხედფინალში ოთხი ინგლისური კლუბი გავიდა და ფინალის საგზურისთვის ისინი 25 და 27 აპრილს იბრძოლებენ. 

 

ემლინ ჩელენჯ ქაფი. 2013-2014 წლები.

მეოთხედფინალები.

3 აპრილი

სეილ შარქსი (ინგლისი) - ნორთჰემპტონი (ინგლისი) 14:28

4 აპრილი

სტად ფრანსე (საფრანგეთი) - ჰარლექუინსი (ინგლისი) 6:29

6 აპრილი

ბათი (ინგლისი) - ბრივი (საფრანგეთი) 39:7

უოსპსი (ინგლისი) - გლოსტერი (ინგლისი) 36:24

ნახევარფინალები. 25-27 აპრილი

ნორთჰემპტონი (ინგლისი) - ჰარლექუინსი (ინგლისი)

უოსპსი (ინგლისი) - ბათი (ინგლისი)

0.119856