ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა ესპანეთის ქალაქ პოცობლანკოს 50-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გააღწია. ჩახნაშვილმა მესამე ნომრად განთესილ ჩინელ ჯინ-ჯინ ლუს, რომელიც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) 178-ე ადგილზეა, 6:4 7:6 (9:7) სძლია.
შეგახსენებთ, რომ თავად ჩახნაშვილს კლასიფიკაციაში 237-ე პოზიცია უკავია, პოცობლანკოს ტურნირის ნახევარფინალში მისი მეტოქის ვინაობა კი, პირველ ნომრად მიჩნეულ ბერძენ ელენი დანილიდუსა და რუს იანა ბუჩინას დაპირისპირებაში ირკვევა.
შეგახსენებთ, რომ ამავე ტურნირის წყვილთა გათამაშების ფინალში, სოფო შაფათავასა და რუსი მარინა მელნიკოვას დუეტი პირველი რეიტინგის მქონე რუს ბრატჩიკოვასა და ფრანგ პავლოვიჩს გაეჯიბრება.







