ჩოგბურთი

18:44 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილმა წააგო, ბასილაშვილმა იმარჯვა, ტატიშვილს ჯერ არ დაუწყია

ქართველი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი საფრანგეთის ქალაქ ანდრეციუ-ბუტეონის 25-ათასიან ტურნირში ჩაება და საკვალიფიკაციო შეჯიბრიც მოიგო, თუმცა, ძირითად ბადეში მარცხი განიცადა.

მე-7 ნომრად განთესილმა ჩახნაშვილმა კვალიფიკაციაში “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგი ამბრე ბურბონი 6:2, 6:2 დაამარცხა, შემდეგ კი, მე-9 განთესვის მქონე იტალიელ ფედერიკა დი სარასაც აჯობა – 6:3, 6:0.

ძირითად ბადეში ჩახნაშვილი მე-7 ნომრად განთესილ უკრაინელ ანასტასია ვასილიევას ვერ გაუმკლავდა – 6:7 (3:7), 3:6.

აშშ-ში, დეიტონა ბიჩის 25-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრადაა მიჩნეული საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი. საწყის წრეში იგი ბულგარელ დია ევტიმოვას გაეჯიბრება.

გერმანულ კაარსტში 15-ათასიან ტურნირში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი კარენ ხაჩანოვი 6:1, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში პირველი განთესვის მქონე ბელგიელ ნილს დესეინსა და სერბ დენის ბეიტულაჰის შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

წყვილებში ბასილაშვილმა და ბელარუსმა ალექსანდერ ბურიმ, რომელთაც მე-4 რეიტინგი გააჩნიათ, გერმანელები – კარლ და ტილ ვენგერებს 6:3, 6:1 მოუგეს და მეოთხედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე გერმანელებს – მარვინ გრევენს და ლუკას შაეფერს ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113073