ქართველი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი პარიზის “სტად კუბერტინში” დაწყებულ საერთაშორისო ტურნირ 18th OPEN GDF SUEZ-ს, რომლის საპრიზო ფონდიც 700 ათასი დოლარია, პირველივე რაუნდში დაემშვიდობა.
კვალიფიკაციის საწყის წრეში ჩახნაშვილი მე-3 ნომრად იოანა რალუკა ოლარუს გადაეყარა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, ისეთი რამ შეემთხვა, ალბათ, კარგა ხანს არ დაავიწყდება.
მაკამ მეტოქეს პირველი სეტი 6:2 მოუგო, მეორეში კი 5:0 მიჰყავდა, თუმცა, იმდენი მოახერხა, რომ სეტი ტაი-ბრეიკში წააგო, მესამე სეტში კი საერთოდაც განადგურდა. თამაში, რომელიც 2 საათსა 14 წუთს გაგრძელდა, ოლარუმ 6:2, 6:7 (3:7), 6:1 მოიგო და მეორე რაუნდში გააღწია.
სან სოსეს ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 531 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლა ვერ შეძლო ნიკოლოზ ბასილაშვილმა. 17 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის პირველ რაუნდში ტაივანელ ჩენს 2:6, 6:3, 7:5 სძლია, მეორეში კი ფრანგ მილოსთან 1:6, 3:6 დამარცხდა.







