ჩოგბურთი

15:14 | 9.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილმა ნახევარფინალის ჩამთავრება ვერ შეძლო

ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა იტალიის ქალაქ ფლორენციაში გამართული 25-ათასიანი ტურნირის მოგების კარგი შანსი ხელიდან გაუშვა. ტურნირის ნახევარფინალში ჩახნაშვილს ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა, თუმცა, მაკამ წარმატების მიღწევა ვერ შეძლო.
ჩახნაშვილმა ფლორენციაში სამი რაუნდის დაძლევა მოახერხა, ფინალში გადასავლელ შეხვედრაში კი ურეიტინგო ბელორუს პოლინა პეხოვასთან 0:3-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ცნობისთვის, ფინალში 18 წლის ბელორუსი რუმინელ ლიანა-გაბრიელა უნგურთან 3:6, 5:7 დამარცხდა.
უკრაინის ქალაქ ხარკოვში დასრულებულ 25-ათასიან ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა სოფო შაფათავა. ქართველმა ჩოგბურთელმა მე-3 ნომრად განთესილ თურქ კარლა ბუიუკაკჩაისთან 6:7 (3:7), 2:6 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090569