საფრანგეთის ქალაქ დიჟონში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირს (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) მერვედფინალში გამოეთიშა მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი.
ქართველი ჩოგბურთელი მე-2 წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ რუს ეკატერინა იაშინას დაუპირისპირდა და მართალია, პირველ სეტში იმარჯვა, საბოლოოდ, 6:4, 3:6, 2:6 დამარცხდა.