ჩოგბურთი

22:33 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილმა იმარჯვა, ანტალიაში ვერ იყოჩაღეს

იტალიის ქალაქ დუინო აურისინას 10-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მე-2 ნომრად განთესილმა მაკა ჩახნაშვილმა პირველი გამარჯვება იზეიმა. მან “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელ ბიანკა ტურატის 7:6 (7:5), 5:7, 6:4 სძლია. მომდევნო წრეში ჩახნაშვილი ხორვატ ივა პრიმორაცს ეთამაშება.

ქართველთა გარეშე გაგრძელდება თურქეთის ქალაქ ანტალიის 10-ათასიან ტურნირი. ქალებში თამარ ჭალაგანიძე სერბ დაიანა დუკიჩთან 1:6, 1:6 დამარცხდა, ხოლო ვაჟებში გიორგი ჯავახიშვილი მე-2 ნომრად განთესილ ბელგიელ იანიკ რეუტერს ვერ გაუმკლავდა – 2:6, 0:6.

წყვილებში ჯავახიშვილი და რუსი არტურ შაკხნუბარიანი რუსულ დუეტთან (გერლახი-სპირინი) 2:6, 7:5, 9:11 დამარცხდნენ.

0.113623