მაკა ჩახნაშვილმა საფრანგეთის ქალაქ პერიგოში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციის დაძლევის შემდეგ, ძირითად ბადეშიც წარმატებული სტარტი აიღო და მე-3 ნომრად განთესილი ლატვიელი დიანა მარცინკევიჩა 4:6, 6:2, 6:1 დაამარცხა. მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანგების პეინის და რამიალისონს შეხვედრაში უმჯობესი იქნება.
გერმანიაში, შტუტგარტ-ვაიჰინგენის ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი ასევე 25-ათასი ტურნირია, პირველი მეტოქის ვინაობა შეიტყო სოფო შაფათავამ. მე-5 რეიტინგის მქონე ქართველი საწყის რაუნდში ძალებს სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩთან მოსინჯავს. წყვილებში შაფათავა და გერმანელი შაკოვეცი (მე-4 განთესვა) გერმანელებს – შაედერს და შტემერს დაუპირისპირდებიან.