იტალიის ქალაქ ბრეშიაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციის დაძლევის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი ასევე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ტერეზა მარტინცოვას (ჩეხეთი) დაუპირისპირდა და 3:6, 6:4, 3:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ საწყის რაუნდში გამარჯვება იზეიმა სოფო შაფათავამ, რომელმაც მე-7 ნომრად განთესილ კრისტინა დინუს (რუმინეთი) 6:1, 6:3 სძლია. მერვედფინალში სოფოს პირისპირ ჩერნოგორიელი დანკა კოვინიჩი დადგება.
ისიც ვთქვათ, რომ წყვილთა ტურნირში შაფათავამ და გერმანელმა შაკოვეცმა ხსენებულ კოვინიჩს და ავსტრალიელ სანდერსს 7:6 (7:3), 6:1 მოუგეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც მათი მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.