ჩოგბურთი

21:10 | 2.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილის მორიგი მარცხი

ერთ დროს საქართველოს პირველი აწ კი მესამე ჩოგანი მაკა ჩახნაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო რაუნდში ასპარეზობის შემდეგ, საფრანგეთის ქალაქ ბელფორტის 25-ათასიან ტურნირში ჩაება, თუმცა, კვლავ უიმედო მარცხი განიცადა.
მე-4 ნომრად განთესილი ჩახნაშვილი ხორვატ ანია მიაჩიკასთან მატჩში ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 58 წუთში 3:6, 2:6 განადგურდა.
წარუმატებლობა შეემთხვა სოფო ქვაცაბაიასაც, რომელიც ესპანეთის ქალაქ მალიორკას 10-ათასიან ტურნირზე მე-5 რეიტინგი გააჩნდა, თუმცა ფრანგ სინდი შალასთან 1:6, 7:6 (7:2), 3:6 წააგო.
წყვილთა ტურნირში ქვაცაბაიასა და რუსი ციბიშევას მე-3 ნომრად მიჩნეულმა დუეტმა სლოვაკურ ტანდემს (ჩერვანოვა-მარაცკოვა) 6:2, 6:3 სძლია და მეოთხედფინალში ესპანელ კავალე-რეიმერსსა და რუს ლაზარევას გაეჯიბრება.
აშშ-ში, დალასის ჩელენჯერის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის პირველ წრეში მე-6 ნომრად განთესილ ვენესუელელ ხოსე დე არმასს 6:3, 6:1 მოუგო, შემდეგ კი ფრანგ ჟან-ნოე ინსაუსტისთან 6:3, 6:7 (5:7), 4:6 დამარცხდა. დალასური ტურნირის საპრიზო ფონდი 50-ათასი დოლარი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177155