ჩოგბურთი

0:26 | 10.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილი-რანცინგერი პადოვას ტურნირს გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა-რანცინგერმა იტალიის ქალაქ პადოვაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათას დოლარი) ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა.

მე-5 ნომრად განთესილმა ჩახნაშვილმა კვალიფიკაციის პირველ რაუნდში იტალიელ მარტინა ტრევისანს 4:6, 6:1, 6:0 სძლია, შემდეგ კი მე-9 რეიტინგის მქონე რუს ვალერია სავინიხთან 2:6, 6:1, 4:6 დამარცხდა.

ძირითად ბადეში პირდაპირ გახლავთ დაშვებული სოფო შაფათავა. იგი მე-6 ნომრადაა განთესილი და პირველ მატჩში “უაილდ ქარდის” მქონე ბიანკა ტურატის (იტალია) გაეჯიბრება.

წყვილთა შეჯიბრში შაფათავა და იტალიელი ჯიოია ბარბიერი მე-2 განთესვით ჩაებმებიან და ასპარეზობას პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.

0.113579