ქართველი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი ჰოლანდიის ქალაქ ბრედაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.
ერთეულთა ტურნირის მერვედფინალში მაკა მე-7 ნომრად განთესილ ბერნარდა პერას გაეჯიბრა და მართალია, დასკვნით რაუნდში მეტოქეს 3:0 ამარცხებდა, 1:6, 6:2, 4:6 წააგო.
წყვილთა შეჯიბრის საწყის რაუნდში ჩახნაშვილი-რანცინგერი და ჰოლანდიურ დუეტთან (ვერსტეეგი-ზუური) 5:7, 5:7 დამარცხდნენ.