ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერმა ჰოლანდიის ქალაქ ბრედაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია, წარმატებული სტარტი აიღო.
მაკამ პირველ რაუნდში რუსი ევგენია პაშკოვა 6:2, 7:6 (7:2) დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც მე-7 ნომრად განთესილ ბერნარდა პერას (აშშ) და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ იანეკ ვიკერინკს (ჰოლანდია) შორის მატჩში უმჯობესს დაუპირისპირდება.
წყვილებში ჩახნაშვილი-რანცინგერი და ინდოელი პრარტანა ტომბარე ჰოლანდიელებს – ვერსტეეგს და ზუურს გაეჯიბრებიან და გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ნომრად მიჩნეულ კიდევ ერთ ჰოლანდიურ დუეტზე (შუურსი-ვაკანო) გავლენ.