იტალიის ქალაქ პადოვაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციის დაძლევის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი პარაგვაელ ვერონიკა სეპედე როიგს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში – 3:6, 6:2, 4:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ პირველი რაუნდის მატჩი ჯერაც ჩასატარებელი აქვს სოფო შაფათავას, რომლის მეტოქეც “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელი აგნეს ზუჩინი იქნება.
წყვილთა ტურნირში შაფათავამ და რუსმა მარინა შამაიკომ მასპინძლები – ბრეშია და პაირონე 6:3, 6:4 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც მე-3 განთესვის მქონე იტალიურ-ბულგარულ დუეტს (დენტონი-ნაიდენოვა) ეთამაშებიან.