ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა იტალიის ქალაქ დუინო აურისინას 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მე-6 ნომრად განთესილმა ჩახნაშვილმა მერვედფინალში ხორვატი ივა პრიმორაცი 3:6, 6:3, 6:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი კოლუმბიელ იულიანა ლიზარაზოს 6:2, 6:4 სძლია.
ნახევარფინალში მაკას მეტოქე მე-7 განთესვის მქონე უნგრელი ვანდა ლუკაჩი იქნება. მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ იტალიელები – პირველ ნომრად განთესილი ანასტასია გრიმალსკა და ალის მატეუჩი დადგებიან.
ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე სცდიდა ძალებს ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი.
პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საწყის რაუნდში ტუნისელი სკანდერ მანსური 6:3, 5:7, 6:4 დაამარცხა, მერვედფინალში კი ლუქსემბურგელ უგო ნასტასისთან 6:7 (4:7), 2:6 წააგო.