მაკა ჩახნაშვილის საფრანგეთის ქალაქ პერიგოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წარმატებულ თამაშს განაგრძობს.
ქართველმა ჩოგბურთელმა ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და უკვე მეოთხედფინალშია გასული. მაკამ ძირითადი ბადის საწყის რაუნდში მე-3 ნომრად განთესილ ლატვიელ დიანა მარცინკევიჩს 4:6, 6;2, 6:1 სძლია, შემდეგ კი ფრანგ ირინა რამიალსონს 6:2, 3:6, 6:4 მოუგო.
მეოთხედფინალში ჩახნაშვილი მე-8 რეიტინგის მქონე იტალიელ
შეგახსენებთ, რომ მაკას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 86 ქულით 414-ე ადგილი უკავია, პერიგოს ტურნირზე წარმატებული ასპარეზობის გამო კი, აქტივს უკვე შემატა 14 ქულა.