ქართველი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი იტალიის ქალაქ დუინო აურისინას 10-ათასიანი ტურნირის ფინალში ითამაშებს. მე-6 ნომრად განთესილი ჩახნაშვილი ნახევარფინალში მე-7 რეიტინგის მქონე უნგრელ ვანდა ლუკაჩს დაუპირისპირდა და 7:5, 1:6, 6:4 სძლია.
ფინალში მაკას პირისპირ უმთავრეს ფავორიტად მიჩნეული იტალიელი ანასტასია გრიმალსკა დადგება. ეს უკანასკნელი თანამემამულე ალის მატეუჩის 6:1, 3:0 ამარცხებდა, როდესაც მისმა მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
დუინო აურისინას ტურნირის გამარჯვებული მარაგს 12 სარეიტინგო ქულით გაიმდიდრებს.