ფეხბურთი

12:31 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩავის ზურგი აწუხებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველ ჩავი ერნანდესს ზურგის ტრავმა აწუხებს და ერთი კვირა უქმად ყოფნა მოუწევს.

ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალური განცხადებით გაავრცელა:

"ჯერ კიდევ პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში ჩავიმ ზურგში ტკივილი იგრძნო. მას ერთი კვირა გაუცდება. კლუბის ექიმებმა ეს ინფორმაცია უკვე შეატყობინეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ექიმებს და ისინი ფეხბურთელს უმკურნალებენ, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად წავიდეს".

ცნობისთვის, 34 წლის ნახევარმცველს ეროვნულ ნაკრებში 130 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 13 გოლია.

გიორგი ბალახაძე

 

0.149864