როგორც ესპანური Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველ ჩავი ერნანდესს, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, შემოთავაზება "მანჩესტერ იუნაიტედისგან" და მიუნხენის "ბაიერნისგან" ჰქონდა.
მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, კლუბიდან ჩავის აბარგების და სხვა კლუბში გადასვლის შესახებ ბევრი ცნობები ვრცელდებოდა. საბოლოოდ, 34 წლის ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" რიგებში დარჩენა გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ ჩავის კატალონიელებთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება.
გიორგი ბალახაძე