კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა ჩავი ერნანდესმა, სანაკრებო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა:
"გადავწყვიტე სანაკრებო კარიერა დავასრულო. დიდი მადლობა ყველას. განვლილი დრო ფანტასტიკური იყო."
ჩავი ერნანდესს ესპანეთის ეროვნული ნაკრებში დებიუტი 2000 წლის 15 ნოემბერს, ამხანაგურ მატჩში ჰოლანდიის წინააღმდეგ ჰქონდა. ჩავი ერთ-ერთი შემოქმედი გახლდათ "ფურია როხას" არნახული წარმატებისა: ესპანელები 2008 და 2012 წლის ევროპის ჩემპიონები გახდნენ და 2010 წელს სანუკვარ მსოფლიო ჩემპიონობასაც მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ სამივე ფინალში ჩავი, მოედანზე შეუცვლელად ირჯებოდა.
"ბარსელონას" კაპიტანს ეროვნულ ნაკრებში სულ 134 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 12 გოლი და 24 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გიორგი ბალახაძე