ფეხბურთი

12:32 | 7.11.2013 | ნანახია 741 - ჯერ

ჩავიმ რაული ჩამოიტოვა

უეფას ჩემპიონთა ლიგაში მოგებული მატჩების რაოდენობით, კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ლეგენდარულ ესპანელ რაულს გადაასწრო. ამის შესახებ Infostrada იუწყება.

“მილანთან” ოთხშაბათს გამართულ დაპირისპირებაში, ჩავიმ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მე-80 გამარჯვება იზეიმა. რაულს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 79 მოგება აქვს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “მილანი” 3:1 დაამარცხა და 1/8-ფინალის საგზური გაინაღდა.

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:04 | 10.07.2014
ocneba2 (323)

ტურნირი ნელ-ნელა ხურდება!ისე რა ხდება ბევრი არ თუ რო ვერ მონაწილეობს?

0.068155
741