ფეხბურთი

10:47 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ ამერიკა იუარა

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩავიმ “ნიუ-იორკ სიტის” შეთავაზება უარყო. 34 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებას “მანჩესტერ სიტის” სპორტული დირექტორი ფარან სორიანო აწარმოებდა, რომელიც ამავდროულად, ამერიკული კლუბის ინვესტორიცაა.

“ნიუ-იორკ სიტი” MLS-ში გამოსვლას 2015 წლიდან დაიწყებს. შემადგენლობის ვარსკვლავებით გაძლიერებაზე კი აქედანვე მუშაობს, მაგრამ ამ შემთხვევაში მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

ჩავიმ ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კატალონიაში დიდი ხნით დარჩენა სურს და “ბარსელონას” გარდა არაფერზე ფიქრობს.

0.118379