“ბარსელონას” ვეტერანი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ 2013 წელს “ოქროს ბურთს” კრიშტიანუ რონალდუ და ფრანკ რიბერი იმსახურებენ, მაგრამ მისთვის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი რჩება.
“იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ითამაშეს კრიშტიანუ რონალდუმ და ფრანკ რიბერიმ წელს, შეიძლება ითქვას, რომ ისინი “ოქროს ბურთს” იმსახურებენ. მიუხედავად ამისა, ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კვლავ ლიონელ მესია.
რაც შეეხებათ რიბერისა და “ბაიერნს” – თუ მათ კვლავ შევხვდებით, იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ წინააღმდეგობას გავუწევთ, ვიდრე გასულ სეზონში.” – ციტირებს ჩავის სიტყვებს Goal-ი.