“ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას წაგებულად მიიჩნევს და იმედებს მომდევნო სეზონზე ამყარებს.
“ჩემპიონატი წავაგეთ და შეგვიძლია მიმდინარე სეზონს უკვე დავემშვიდობოთ. საჭიროა ეს წელი დეტალურად გავაანალიზოთ და ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ. მომდევნო სეზონი ყოველთვის არსებობს.
რევოლუცია შემადგენლობაში? ეს ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.” – აცხადებს ჩავი “ხეტაფესთან” ქულების დაკარგვის შემდეგ.