“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე კატალონიური კლუბის მაისურით თამაში სურს. ხოლო როდის დაემშვიდობება ფეხბურთს, ამაზე ჯერ არ ფიქრობს.
“აქ თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და რა გასაკვირია, “ბარსელონას” გარდა არსად თამაში არ მინდა. ცხადია, მსოფლიოს უძლიერეს კლუბში სათამაშოდ სტაბილურად უმაღლეს დონეზე გამოსვლაა საჭირო. იმედია, ამ მოთხოვნას საფეხბურთო კარიერის ბოლო დღეებამდე დავაკმაყოფილებ. ჯერ არ ვიცი, როდის დავემშვიდობები აქტიურ ფეხბურთს. ალბათ წერტილის დასმაზე მაშინ დავფიქრდები, როცა დატვირთვებს ვეღარ მოვერევი” – განაცხადა ჩავიმ.