კატალონიის “ბარსელონას” ვიცე-კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა, “ხეტაფესთან” გამართული სათასო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს თამაში მისთვის განსაკუთრებული იყო. შეგახსენებთ, რომ მადრიდში 2:0 მოგებულ შეხვედრაში ჩავიმ “ბარსას” მაისური მეშვიდასედ მოირგო.
“ეს, ჩემთვის, განსაკუთრებული თამაში იყო. ვგრძნობ, რომ გუნდისთვის კვლავ მნიშვნელოვანი მოთამაშე ვარ. ამაზე მეტს ვერ მოვითხოვ.
მთავარი ისაა, რომ გუნდმა კარგად ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გავედით.” – განაცხადა ჩავიმ.