ფეხბურთი

15:16 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "გადაწყვეტილება ენრიკემ შემაცვლევინა"

 

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა ჩავი ერნანდესმა კლუბში დარჩენასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

34 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ლუის ენრიკესთან და ანდონი სუბისარეტასთან საუბრის შემდეგ, კლუბის დარჩენა გადაწყვიტა.

"გასული სეზონი ძალიან ცუდ ხასიათზე დავასრულე. არ ვგრძნობდი, რომ გუნდს კიდევ ვჭირდებოდი. მქონდა სურვილი რაღაცის შეცვლის და კლუბიდან წასვლაც მინდოდა. მიუხედავად ჩემი განწყობისა, ლუის ენრიკესთან და ანდონი სუბისარეტასთან საუბრის შემდეგ, კლუბში დარჩენა გადავწყვიტე. ისე კი ყველაზე მეტად ჩემზე გავლენა ენრიკემ მოახდინა და საბოლოოდ დავრჩი. რაც შეეხება საუბარს, რომ მე სხვა კლუბში გადასვლა ფულის საშოვნელად მინდოდა, აშკარად ცრუ ინფორმაციაა. უბრალოდ მინდოდა სპორტული მიზეზების გამო, რაღაც შემეცვალა" - განაცხადა ჩავიმ.

გიორგი ბალახაძე

0.117142