ფეხბურთი

18:52 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: “FIFA-ს გადაწყვეტილება უსამართლოა”

“ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი FIFA-ს მიერ კატალონიური კლუბისთვის დაწესებულ სანქციას უსამართლობად მიიჩნევს.

როგორც იცით, ცოტა ხნის წინათ, FIFA-მ “ბარსელონას” ტრანსფერების განხორციელება 2015 წლის ივლისამდე აუკრძალა. ამის მიზეზი ისაა, რომ კატალონიური გუნდი, 2009-2013 წლებში, 18-წლამდელ ფეხბურთელებს წესების დარღვევით იფორმებდა.

“FIFA-ს გადაწყვეტილება უსამართლოა. ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას შევეცდებით.

“ლა მასია” სხვა კლუბების სკოლებთან შედარებით გაცილებით პროდუქტიულია და ეს ჩვენი ფილოსოფიის ნაწილია. “ბარსელონა” ახალგაზრდა ტალანტებს უკვე დიდი ხანია ზრდის. კლუბი თავის აღზრდილებზე ზრუნავს.

ფეხბურთელები კლუბის გარშემო მიმდინარე მოვლენებისგან იზოლირებულნი არ ვართ, მაგრამ ვცდილობთ გასახდელში სიმშვიდე შევინარჩუნოთ. რაც მოედანს მიღმა ხდება, გუნდს უფრო აერთიანებს.” – ციტირებს ჩავის სიტყვებს Goal-ი.

0.112441