ფეხბურთი

20:55 | 22.11.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ჩავი და ტელიო “გრანადასთან” ვერ ითამაშებენ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში, “გრანადასთან” გასამართ დაპირისპირებას “ბარსელონა” სერიოზული დანაკლისით ხვდება. კატალონიელებს, ტრავმირებული ალბას, მესისა და ვალდესის გარდა, ჩავი ერნანდესი და კრისტიან ტელიო ვერ დაეხმარებიან. ეს ფეხბურთელები, ბოლო დღეებში, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ და როგორც ირკვევა, მათ სრულად გამოჯანმრთელება ვერ მოასწრეს.

კარგი ამბავი ისაა, რომ ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღეს სესკ ფაბრეგასმა და ხერარდ პიკემ რომელსაც ასევე მცირე დაზიანებები ჰქონდათ.

იმის გამო, რომ ტატა მარტინომ განაცხადის შესავსებად საჭირო 18 ფეხბურთელი პირველ გუნდში ვერ მოიძია, მან “ჟუვენილ ა”-დან 17 წლის თავდამსხმელს, ადამა ტრაორესა და “ბარსა ბ”-დან 18 წლის ასევე თავდამსხმელს, ჟან მარი დონგუს უხმო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:12 | 25.04.2019
mtiula (1604)

tipma 6/3 moigo pirveli seti dzan advilat da 0/5 agebs 15 wutshi mere sets ubralot gaugebaria an ar unda tamashi an fsikologi jirdeba rom perivit da klijanivit xasietis motamashet ar chamoyalivdes

18:08 | 25.04.2019
mtiula (1604)

codvilobs isev basila ex basil basil

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060755
სარეკლამო ადგილი - 99
X x X