“ბარსელონას” 34 წლის ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის კარიერის კატარში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელებას აპირებს.
“კატარში ან ნიუ იორკში თამაშს არ ვაპირებ. მინდა, “ბარსელონაში” კონტრაქტის ბოლომდე ვითამაშო. გუნდში ვრჩები, რადგან აქ თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვგრძნობ.” – ციტირებს ჩავის სიტყვებს Sky Sports-ი.