კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი აცხადებს, რომ პრიმერადივიზიონის ბოლო ტურში მადრიდის "ატლეტიკოსთან" გასამართი მატჩი ფინალის ტოლფასია და მისმა გუნდმა ეს შანსი უნდა გამოიყენოს.
"როცა "ხეტაფესთან" შეხვედრა საყაიმო ანგარიშით დავასრულეთ გვეგონა, რომ ჩემპიონობაც დავკარგეთ, მაგრამ ფეხბურთმა სხვა შანსი მოგვცა. ბოლო მატჩი ფინალის ტოლფასია და ჯერ კიდევ შეგვიძლია სეზონი ტიტულის გარეშე არ დავასრულოთ, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ესპანელმა, - ჩვენ "ატლეტიკოს" კარგად ვიცნობთ. მადრიდული კლუბი კლდესავით ძლიერია და ევროპაში საუკეთესო დაცვა ჰყავს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც უნდა მოვიგოთ, რადგან გულშემატკივრები, ფეხბურთელები და მთლიანად კლუბი ჩემპიონობას იმსახურებს”.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს პრიმერადივიზიონის ბოლო ტურში, "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "ატლეტიკოს" უმასპინძლებს და ჩემპიონობისთვის მხოლოდ მოგება აძლევს ხელს.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბარსას და ესპანეთის ლეგენდააა,ტიკიტაკას მამა და დირიჟორი..ბარსაში გელოდებით ტრენერის სტატუსით შე ყველაზე მაგაროოოო
ჩავი წავა და 3-4 წელიწადში სხვა სტატუსით დაბრუნდება ჩვენთან
მანამდე კი მის "6" ნომერს ღირსეული შემცვლელი უნდა მოუძებნონ