ფეხბურთი

14:34 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას ტონის გვერდით თამაშის პერსპექტივა ხიბლავს

გიორგი ჭანტურია ახალი გამოწვევისთვის და იტალიის სერია A-ში სათამაშოდ მზადაა.

“ვერონა საუცხოო ადგილია. იტალია მიყვარს და ბედნიერი ვარ, რომ ისეთი ჩემპიონის გვერდით ვითამაშებ, როგორიც ლუკა ტონია” – იუწყება ჭანტურიას სიტყვებს იტალიური ინტერნეტპორტალი calcionews24.com-ი.

21 წლის ფეხბურთელი ჰოლანდიური არნემის “ვიტესიდან” რუმინულ “კლუჟში” მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან “კლუჟში” 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მომავალი სეზონიდან ქართველი შემტევი ნახევარმცველი “ვერონაში” ითამაშებს.


 

0.114543